დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერგო რატიანი - იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იცის, როგორ ნარკოპოლიტიკას ატარებს ხელისუფლება
ავტორი:
2018/მაისი/08 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ratiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491890-sergo-ratiani-imaze-uaresi-araferi-sheidzleba-khdebodes-rodesac-realurad-samarthaldamcavebma-da-sazogadoebam-ar-icis-rogor-narkopolitikas-atarebs-khelisufleba.html", "headline": "სერგო რატიანი - იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზო...", "datePublished": "2018-05-08 05:02:17", "dateModified": "2018-05-08 05:02:17", "description": "იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იცის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ratiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იცის, როგორ ნარკოპოლიტიკას ატარებს ხელისუფლება - ამ ვითარებაში შეიძლება ვიღაცამ ხელი მოითბოს, ხოლო ვიღაც რეპრესიული პოლიტიკის მხვერპლი გახდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატების საპასუხოდ უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა გააკეთა

“აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტის განხილვამ ერთი თვით გადაიწიოს - აქ საუბარია იმაზე, რომ ფაქტობრივად წელიწადზე მეტია, კანონპროექტი პარლამენტში დევს და არაფერი ხდება. ამაზე უარესი რეალურად არ შეიძლება ხდებოდეს იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის და ხელისუფლების გზავნილი საზოგადოების მიმართ, სამართალდამცავების, ნარკორეალიზატორების მიმართ არის ბუნდოვანი. როდესაც ამბობთ, რომ “ჩვენი პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ რეპრესიული არ არის და საკმაოდ მკაცრია ნარკორეალიზატორების მიმართ“, სინამდვილეში გამოდის პირიქით, რომ ნარკორეალიზატორები არიან საკმაოდ პრივილეგიურ მდგომარეობაში და მათთვის რეალურად არის ვითარება, როდესაც საკმაოდ ხელგაშლილები არიან“, - განაცხადა “ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ კიდევ ერთხელ - ამჯერად ერთი თვით გადაიწია.

პროექტის განხილვა წამყვანი კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგშია, თუმცა პროცესი სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში არ დაიწყება.

ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასვა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია