დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძე - სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობა დაპირებების შეუსრულებლობაში ერთმანეთს ეჯიბრება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 22:30:03
სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობა დაპირებების შეუსრულებლობაში ერთმანეთს ეჯიბრება, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
თარგამაძემ უმუშევრობის დაძლევის კუთხით მის საარჩევნო პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში საარსებო მინიმუმის კანონში განსაზღვრის აუცილებლობაზე ისაუბრა.
"არც ერთ მთავრობას არ ეყო პოლიტიკური სინდისი, საკუთარი ხალხისთვის ეთქვა სიმართლე, რამდენია ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, არც ერთს არ ყოფნის პოლიტიკური სინდისი თქვან, რომ 13 % მოსახლეობის ყოველდღიურად მხოლოდ 2 ლარს ხარჯავს ყველაფრისთვის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის 13 % შიმშილობს. როგორც ძველი, ისე ახალი მთავრობის "დამსახურებაა" ის, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, კალორიული შიმშილი მიმდინარეობს და სასურსათო გენოციდი ხორციელდება. ამიტომაც, საარსებო მინიმუმის განსაზღვრა კანონში არის სასიცოცხლოდ აუცილებელი", - განაცხადა თარგამაძემ.
ამასთან, მან სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური პროექტებიც შეაფასა და მათ შორის ერთ-ერთს – ხუდონჰესის მშენებლობის თაობაზე მომზადებულ ხელშეკრულებას "მოღალატეობრივი" უწოდა.
"საქართველოში ეკონომიკის კარფურიზაცია, რომელშიც ივანიშვილსაც აქვს წილი, უნდა დამთავრდეს. ხალხი დასაქმდეს, სოფელი გაძლიერდეს. ამასთან, უნდა გაძლიერდეს დემოკრატია, თუმცაMსანამ გვეყოლება ყოფილი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, რომლებისთვისაც სიტყვა "დემოკრატრია" უბრალოდ სახმარი სიტყვაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ერთი ჟურნალისტებს სპეცრაზმის ენით ელაპარაკებოდა, მეორე კი მიჭირხვნითაა დაკავებული, სანამ ეს უკულტურობა იქნება საქართველოში, საქართველოს საზღვარს ევროპა ევროპულ საზღვრად ვერ აღიქვამს", - აღნიშნა თარგამაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია