დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე ევროპის დღეების ფარგლებში „ევროპულ სკოლას“ ეწვია
ავტორი:
2018/მაისი/07 21:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidzeee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491868-mikheil-janelidze-evropis-dgheebis-farglebshi-evropul-skolas-etsvia.html", "headline": " მიხეილ ჯანელიძე ევროპის დღეების ფარგლებში „ევროპულ სკოლას“ ეწვია", "datePublished": "2018-05-07 17:13:05", "dateModified": "2018-05-07 17:13:05", "description": "ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidzeee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს ევროპის დღესასწაული მიულოცა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პრიორიტეტებსა და ამ პროცესში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ევროპულ სკოლაში 23 ეროვნების მოსწავლეა, სწორედ ეს აღწერს ევროკავშირის დევიზს „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. ხარისხიანი განათლება საზოგადოებრივი განვითარების ქვაკუთხედი და მდგრადი განვითარების წინსვლის მტკიცე გარანტიაა. ჩვენ გვინდა, რომ სასკოლო განათლება დაეფუძნოს საუკეთესო პრაქტიკას და ავიღოთ საუკეთესო ევროპული ქვეყნების მაგალითები. ასევე, უმაღლესი და პროფესიული განათლება, ყველა მიმართულებით ჩვენი მიზანია დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს და პრაქტიკას. მიხარია, რომ ევროპული სკოლა წარმოადგენს ევროპული განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს“, - განაცხადა მინისტრმა.

მან საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროპულ ფასეულობებზე, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

მიწვეულ სტუმრებს ასევე მიმართა ევროპული აკადემიური სკოლის დირექტორმა, სოფიო ბაზაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო მოქალაქეები და გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და ტრადიციები.

ღონისძიების ფარგლებში, მიწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძებითა და ტრადიციებით გაფორმებული სტენდები. ისინი ასევე გაეცნენ მოსწავლეების თვალით დანახულ ევროპას და დაესწრნენ საინტერესო სანახაობრივ დადგმებს.

აღსანიშნავია, რომ „ევროპულ სკოლაში“ ევროპული დღე წელს მერვედ აღინიშნება. ამჟამად სკოლაში ირიცხება 23 განსხვავებული ეროვნების მოსწავლე. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ელჩები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია