დაისვენე კურორტ ახალდაბაში
IRI-ის დელეგაცია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 19:30:03
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დელეგაცია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" IRI-დან აცნობეს, დელეგატები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურებს საქართველოს რეგიონებში დააკვირდებიან.
ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციას ხელმძღვანელობენ კონგრესმენი ჯონ შიმკუსი და IRI-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გაეროს ყოფილი ელჩი და პრეზიდენტის ყოფილი საგანგებო დესპანი სუდანში - რიჩარდ უილიამსონი. დელეგაციის სხვა წევრები არიან Korn/Ferry International-ის წარმომადგენელი ჩარლზ ინგერსოლი, Brownstein Hyatt Farber Schreck-ის მრჩეველი ბარი ჯექსონი, Longaberger Company-ის აღმასრულებელი ოფიცერი თამი ლონგაბერგერი, IღI-ის დირექტორთა საბჭოს წევრი კონსტანს ბერი ნიუმანი, აფრიკული საკითხების კომიტეტის ყოფილი თანაშემწე და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ასისტენტ-ადმინისტრატორი აფრიკის საკითხებში; Aრენტ Fოხ-ის ლოს-ანჯელესის ოფისის პარტნიორი რობერტ ო ბრიენი, ევროპის სახალხო პარტიის პრესისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოსტას სასმატოღლუ.
არჩევნებამდე დელეგაციის წევრები შეხვდებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოში, პრეზიდენტობის კანდიდატებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ასევე, ისინი გაეცნობიან საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას. შემდეგ კი დელეგატები გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც დააკვირდებიან საარჩევნო უბნებს, შეაფასებენ საქართველოს საარჩევნო სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს - კამპანიის რეგულაციებს, ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და შედეგების ცესკო–ში გადაცემის პროცედურებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია