დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო გოგუაძე - ახალი სამშვიდობო ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია
ავტორი:
2018/მაისი/04 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/goguadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491490-nino-goguadze-akhali-samshvidobo-iniciativa-erth-erthi-yvelaze-mnishvnelovani-nabijia.html", "headline": "ნინო გოგუაძე - ახალი სამშვიდობო ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ", "datePublished": "2018-05-04 14:39:28", "dateModified": "2018-05-04 14:39:28", "description": "ახალი სამშვიდობო ინიციატივა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/goguadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ახალი სამშვიდობო ინიციატივა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტით დაშორებული და გახლეჩილი მოსახლეობის გამთლიანებისთვის და ნდობის აღდგენისთვის გადაგვიდგამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბევრ მნიშვნელოვან სიახლესთან ერთად, ეს ინიციატივა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს რეალური სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობებს გაუჩენს.

„მათ ექნებათ შესაძლებლობა, აწარმოონ ადგილობრივი პროდუქტი და გაყიდონ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე ევროკავშირის ბაზარზე. ასევე, ინიციატივა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ეს შესაძლებლობა მოიცავს განათლების მიღებას როგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სასწავლებლებში, ასევე ევროპის უნივერსიტეტებში. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ჩვენგანი ჩავერთოთ და ხმა მივაწვდინოთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და რომელთათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ახალი შესაძლებლობების გამოყენება“, - განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია