დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით მათიკაშვილი - თავის დროზე ერგნეთის ბაზრობა ხელისუფლებას ლეგალურ ფორმაში რომ გადაეტანა და თავი სხვა რაღაცეებით არ ჰქონოდა გამოტენილი, შეიძლება დღეს აბსოლუტურად სხვა შედეგი ყოფილიყო
ავტორი:
2018/მაისი/04 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/matikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491458-davith-mathikashvili-thavis-droze-ergnethis-bazroba-khelisuflebas-legalur-formashi-rom-gadaetana-da-thavi-skhva-raghaceebith-ar-hqonoda-gamotenili-sheidzleba-dghes-absoluturad-skhva-shedegi-yofiliyo.html", "headline": " დავით მათიკაშვილი - თავის დროზე ერგნეთის ბაზრობა ხელისუფლებას ლეგალურ ფორმაში რომ გადაეტანა და თავი...", "datePublished": "2018-05-04 12:43:28", "dateModified": "2018-05-04 12:43:28", "description": "თავის დროზე ერგნეთის ბაზრობა ხელისუფლებას ლეგალურ ფორმაში რომ გადაეტანა და თავი სხვა რაღაცეებით არ ჰ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/matikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თავის დროზე ერგნეთის ბაზრობა ხელისუფლებას ლეგალურ ფორმაში რომ გადაეტანა და თავი სხვა რაღაცეებით არ ჰქონოდა გამოტენილი, შეიძლება დღეს აბსოლუტურად სხვა შედეგი ყოფილიყო“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის მიმართ, რომლის გათვალისწინებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის სავაჭრო-ეკონომიკურ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაფართოების მიზნით, ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი იქმნება.

“მადლობა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და ფილიგრამულად გათვლილი კანონპროექტისთვის, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ ძალიან დიდი შრომისა და ანალიზის შედეგად შეიქმნა. ეს არის ის ნაბიჯი და გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ჩვენ სწორედ ასეთი პროგრამით წარვსდექით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. სწორედ ეს ნაბიჯები გახლავთ მავთუხლართებისა და კედლების დამაბალანსებელი. ამ გზით შესაძლებელია ჩვენმა ოსმა და აფხაზმა თანამოქალაქეებმა ქართული სახელმწიფოსგან მიიღონ სიკეთეები, რაც ყველა მოქალაქისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. რომ გავიხსენოთ, თუნდაც ერგნეთის ბაზრობა - ის რაც თავის დროზე ერგნეთის ბაზრობაზე განხორციელდა მისი დახურვის კუთხით, მაშინდელ ხელისუფლებას რომ შესძლებლოდა ლეგალურ ფორმაში გადაეტანა და თავი სხვა რაღაცეებით არ ჰქონოდა გამოტენილი, შეიძლება დღეს აბსოლუტურად სხვა შედეგი ყოფილიყო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა

საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილება ცხრა კანონში ხორციელება, პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია