დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა გაბუნიას ინიციატივით, სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორმატი ფუძნდება
ავტორი:
2018/მაისი/04 12:00:07
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/gabunia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491395-zaza-gabunias-iniciativith-sakhelmtsifo-da-adgilobriv-khelisuflebas-shoris-instituciuri-dialogis-formati-fudzndeba.html", "headline": "ზაზა გაბუნიას ინიციატივით, სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორმატი...", "datePublished": "2018-05-04 08:15:29", "dateModified": "2018-05-04 08:15:29", "description": "საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/gabunia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, „ყოველწლიური ფორუმი-სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგი“ ფუძნდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პირველი შეხვედრა 5-6 მაისს ახალციხეში გაიმართება.

„ამ ინიციატივის მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის მუდმივმოქმედი და ფორმალიზებული საკონსულტაციო მექანიზმი ცენტრსა და თვითმმართველობას შორის, რაც გაზრდის ინსტიტუციური დიალოგის შესაძლებლობას და ცალკეულ სექტორულ მიმართულებებში არსებულ გამოწვევებზე თანამშრომლობას გადაიყვანს სრულიად ახალ სიმაღლეზე“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.

მისივე თქმით, დეცენტრალიზაციის დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ასეთი მუდმივმოქმედი დიალოგის ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფორმით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თანამშრომლობის და დიალოგის ეს მოდელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იძლევა შესაძლებლობას, თავად ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა გააღრმავონ საკუთარი კავშირები.

„ყოველწლიური ფორუმის-სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის“ ფარგლებში წლის მანძილზე სამი შეხვედრა გაიმართება.

პირველი შეხვედრა მერების, მეორე-საკრებულოს თავმჯდომარეების მონაწილეობით შედგება, ხოლო მესამე, წლის სამუშაოს შემაჯამებელი და დასკვნითი შეხვედრა თბილისში გაიმართება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია