დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო კილაძე პრეზიდენტის განცხადებაზე - სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად
ავტორი:
2018/მაისი/04 11:00:07
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladze_2ed08.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491372-sofo-kiladze-prezidentis-ganckhadebaze-samarthlebrivi-devnis-datsyebis-sakithkhi-ar-unda-gadaiqces-politikuri-spekulaciis-sagnad.html", "headline": "სოფო კილაძე პრეზიდენტის განცხადებაზე - სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი არ უნდა გადაიქცეს პოლიტ...", "datePublished": "2018-05-04 07:00:51", "dateModified": "2018-05-04 07:00:51", "description": "სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის პოლიტიკური თემა, არამედ ეს არის წმინდა სამართლებრივი თემა და სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladze_2ed08.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის პოლიტიკური თემა, არამედ ეს არის წმინდა სამართლებრივი თემა და სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ. მისი თქმით, არსებობს ლეგიტიმური კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„სამართლებრივი დევნის დაწყება, ჩემი აზრით, არ არის პოლიტიკური თემა, არამედ ეს არის წმინდა სამართლებრივი თემა და სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, თუმცა ის კითხვები, რაც არსებობს პრეზიდენტისადმი, ვფიქრობ, არის ლეგიტიმური კითხვები და მგონი, არ სჭირდება ამ საკითხს ზედმეტი დრამატიზება, ნამდვილად არის კითხვები და კითხვები გვაქვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას ნამდვილად აქვს ვალდებულება, რომ პასუხი გასცეს ამ კითხვებს და არ გადააბრალოს სხვებს ის, რაც მისი საკუთარი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ამით ლუსტრაცია მოხდება, - ამის შესახებ მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„მე მოსურნე ვარ ასეთი რამის, რადგან კიდევ უფრო ლუსტრაცია მოხდება ამ ყველაფრის. ეს საზოგადოება რაღაცებს ატარებს, რაღაცების შეჩვევა ხდება. უკეთესია, თუ რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება, ვიდრე ასე, ყურს რომ აჩვევ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია