დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - დებატებზე თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ გარეთ გავიდეთ, „ჩავიცუცქოთ“ და ვიდებატოთ, ვის როდის რა მოგვინდება
ავტორი:
2018/მაისი/03 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/usufashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491330-davith-usufashvili-debatebze-thankhmoba-ar-nishnavs-imas-rom-gareth-gavideth-chavicucqoth-da-videbatoth-vis-rodis-ra-mogvindeba.html", "headline": " დავით უსუფაშვილი - დებატებზე თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ გარეთ გავიდეთ, „ჩავიცუცქოთ“ და ვიდებატოთ...", "datePublished": "2018-05-03 18:35:56", "dateModified": "2018-05-03 18:35:56", "description": "თუ პრეზიდენტს სურდა შუაში, რამდენიმე გამომსვლელის შემდეგ ეთქვა თავისი სათქმელი, ამაზე საჭირო იყო შეთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/usufashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ პრეზიდენტს სურდა შუაში, რამდენიმე გამომსვლელის შემდეგ ეთქვა თავისი სათქმელი, ამაზე საჭირო იყო შეთანხმება - ასე არ მოიქცნენ იმიტომ, რომ იქ ყველა მისული იყო საჩხუბრად, მამლები რომ ველზე გადიან ისე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, შენების მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას, ისევე, როგორც პარლამენტში პოლიტიკურ დებატეს არეგულირებს რეგლამენტი, რომელიც არ შეცვლილა და რომლის შესახებაც ინფორმირებული იყო ყველა მხარე, მათ შორის პრეზიდენტი და მისი საპარლამენტო მდივანი. უსუფაშვილის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ სახელმწიფოს პირველ პირებს შორის კომუნიკაცია არ არსებობს.

„ორი დღეა ისმის, დებატებზე თანხმობა ხომ იყოო. მაგრამ თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ გარეთ გავიდეთ, „ჩავიცუცქოთ“ და ვიდებატოთ, ვის როდის, რა მოგვინდება. პარლამენტში დებატები ჰქვია იმას, რაც წერია რეგლამენტში. კერძოდ, რეგლამენტის 136-ე მუხლში წერია, რომ პარლამენტში შესაძლოა გაიმართოს პოლიტიკური დებატები და თუ დებატები გაიმართება, ვის რამდენი წუთი აქვს გამოსასვლელად.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას არეგულირებს მე-200 მუხლი, სადაც წერია, რომ მოხსენების შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეთა გამოსვლები და მეტი არაფერი, ან პოლიტიკური დებადები ისე, როგორც ნათქვამია 136-ე მუხლში. მე, თქვენ, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორ წარმოუდგენია დებატები გემოვნებიდან გამომდინარე, ასე კი არაო, თუ პოლიტიკური დებატებით გაგრძელდება პრეზიდენტის მოსმენება პარლამენტში, მოხდება 136-ე მუხლიო. ეს იცოდა პრეზიდენტმაც, მისმა საპარლამენტო მდივანმაც და ყველამ.

ამავდროულად პარლამენტში დამკვიდრებულია ტრადიცია და ნებისმიერ პარლამენტში, რეგლამენტთან ერთად არსებობს საპარლამენტო ტრადიციები. ამ ტრადიციის მიხედვით, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტია მისული და პარლამენტი პოლიტიკური დებატების რეჟიმში გადადის, პრეზიდენტი იტოვებდა უფლებას, თავისი მოსაზრებები გამოეთქვა ბოლოს. ეს იყო ერთი წლის წინაც და ათი წლის წინაც. აქვე განვმარტავ, რომ პოლიტიკური დებატები პარლამენტში ნიშნავს დებატებს პარლამენტის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია