დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილისგან მილიარდ ლარს მოითხოვს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 16:00:03
პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სასმართლოს გზით ერთ მილიარდ ლარს მოითხოვს, - ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თარგამაძე აცხადებს, სასამართლოში სარჩელს ცილისწამებასთან დაკავშირებით ის მომავალ კვირას შეიტანს.
"მე გადავწყვიტე, შევიტანო სარჩელი სასამართლოში, სადაც ბიძინა ივანიშვილს აუხსნიან რამდენიმე ქართული სიტყვის შინაარსს - რას ნიშნავს სახელმწიფო, რას ნიშნავს ღალატი. მას მოუწევს პასუხის გაცემა, ბოდიშის მოხდა და საჯაროდ პირადად ჩემთვის, ჩემო ოჯახის წევრებისთვის და მოვითხოვ კონკრეტულ თანხას. მე ღირსება ძვირად მიღირს. ეს შეიძლება ციფრებში არ გამოიხატებოდეს, მაგრამ რამდენადაც სასამართლო პროცედურები ამას მოითხოვს, ერთი მილიარდი ლარი არის ის თანხა, რომლის გადახდაც მოუწევს მილიარდერ ივანიშვილს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ამასთან, გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ მზად არის, ეს თანხა ივანიშვილის ერთ-ერთი "აუსრულებელი დანაპირების შესრულებას - ჰიდროელექტრო სადგურების განვითარებასა და ტარიფების დაწევას მოახმაროს და მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის პროექტში გადარიცხოს.
ამასთან, თარგამაძე აღნიშნავს, რომ ასევე მზად არის, მომავალ კვირაში ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის მედიის შეკითხვებს უპასუხოს.
პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი თარგამაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თარგამაძე მის თვალში მოღალატის ეტალონია.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია