დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანის აზრით, არჩევნების მეორე ტურში კანდიდატები შედეგებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 15:00:03
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში, ყველა კანდიდატი შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.
როგორც წულუკიანი აცხადებს, მას როგორც უწყებათაშორისო კომისიის ხელმძღვანელს, არანაირი უფლება არ აქვს ამ თემაზე გარკვეული ჰიპოტეზები და მოსაზრებები გამოთქვას.
"ჩვენ, პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს. ამის ყველა წინაპირობა სადღეისოდ არსებობს. შემდგომში თუკი მეორე ტურის აუცილებლობა დადგება, ყველა კანდიდატი საკუთარი შედეგების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. მე, როგორც უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარეს არ მაქვს არანაირი უფლება რაიმე ტიპის პოზიციები და ჰიპოთეზები გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა საჭირო არ იქნება. თუმცა, მისივე თქმით, მეორე ტური რომ შედგეს, მარგველაშვილს ურჩევდა, არ მიიღოს მასში მონაწილეობა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია