დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის სექტორში მომუშავე კომპანიებს დარგის რეგულირების ლიბერალიზაციაზე ესაუბრა
ავტორი:
2018/მაისი/01 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qumsishvili_4ec70.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490872-dimitri-qumsishvili-tsiaghis-seqtorshi-momushave-kompaniebs-dargis-regulirebis-liberalizaciaze-esaubra.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის სექტორში მომუშავე კომპანიებს დარგის რეგულირების ლიბერალიზაციაზე ესაუბრა", "datePublished": "2018-05-01 17:12:03", "dateModified": "2018-05-01 17:12:03", "description": "წიაღის სექტორის მართვის რეფორმა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გააცნო დღეს პირველმა ვიცე-პ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qumsishvili_4ec70.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } წიაღის სექტორის მართვის რეფორმა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გააცნო დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს.

შეხვედრაში, რომელიც ტექნოპარკში ჩატარდა, ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი, აგრეთვე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში წიაღის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთელი ექსპორტის მესამედი სამთო მოპოვებაზე მოდის, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორში მეტი ინვესტიცია იყო მოპოვებული. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმის მიზანია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურული გაუმჯობესება, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაცია, იმისთვის რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით, წიაღის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია ზავრაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული, შეეხება შესწავლის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირებს. კერძოდ, შეიცვლება საწყისი სალიცენზიო ფასი და ჰექტარზე 500 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი.

მაია ზავრაშვილის განცხადებით, აღნიშნული განპირობებულია შესწავლით დაინტერესებული პირების მოტივირებით. იმ პირობებში, როდესაც შესწავლის სამუშაოებისათვის ლიცენზიის მფლობელებს უწევთ ისედაც დიდი ფინანსური დანახარჯების გაწევა, მაღალი საწყისი სალიცენზი ფასი გაუმართლებელ ხარჯად აწვებათ მათ. ამ რესურსების გამოთავისუფლება საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს ფინანსური დანახარჯები მიმართონ შესწავლის სამუშაოებზე და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღებულ ვალდებულებებს.

აღინიშნა, რომ გადაიხედება ასევე შესწავლის მიზნებისთვის გასაცემი სალიცენზიო ფართობების მასშტაბიც, და მათი ზედა ზღვარი დადგინდება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესასწავლი რესურსის სახეობის, ფართობის მდგომარეობისა (გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები, ახლომდებარე ინფრასტრუქტურა და ა.შ) და შესწავლის ვადის გათვალისწინებით, ისე, რომ შესასწავლი ფართობი ადეკვატური იყოს შესწავლის ვადასთან. დეტალურად განისაზღვრება ასევე შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის გეგმა-გრაფიკი და გამოყენებული იქნება ე.წ. ,,ბონდინგის“ სისტემა, რაც გულისხმობს შესასრულებელი ვალდებულებების საბანკო გარანტიით უზრუნველყოფას. აღნიშნული დამატებით დააზღვევს ფართობების შესწავლის გარეშე დატოვების რისკებს.

დაწყებული რეფორმის ფარგლებში მოხდება ასევე წიაღისეული რესურსების შესწავლის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. მადნეულ რესურსებთან მიმართებაში ნორმატიულად დადგინდება მარაგების ანგარიშის JORC-ის სტანდარტით წარმოდგენის ვალდებულება. ამასთან ყველა ტიპის რესურსთან მიმართებაში მარაგების ანგარიშის წარმოდგენისას სავალდებულო იქნება ,,კვალიფიციური პირის“ ჩართულობა. ეს კი თავის მხრივ იქნება გარანტია წარმოდგენილი იქნას მაღალკვალიფიციული ანგარიშები.

დღესვე შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კერძო სექტორს გეოლოგიური ფონდების ელექტრონული კატალოგი წარუდგინა. აღნიშნული საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს მიიღონ მათთვის საინტერესო გეოლოგიური ინფორმაცია პირდაპირ ინტერნეტ სივრციდან, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისა და დროის დაკარგვის გარეშე. რაც ძალიან დიდი კომფორტია ამ ინფორმაციით დაინტერესებული პირებისათვის.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები წიაღის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგულარულად გაიმართება.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია