დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა სამუშაო ვახშამი გამართეს
ავტორი:
2018/აპრილი/30 23:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kvirikashzilivaxshami.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490679-giorgi-kvirikashvilma-da-evropis-sainvesticio-bankis-vice-prezidentma-vazil-hudakma-samushao-vakhshami-gamarthes.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა სამუშაო ვახშამი გ...", "datePublished": "2018-04-30 19:35:51", "dateModified": "2018-04-30 19:35:51", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kvirikashzilivaxshami.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა სამუშაო ვახშამი გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო ვახშამზე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ვახშამზე აღინიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის როლი ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

სამუშაო ვახშამს EIB-ის დელეგაციასთან ერთად, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ.

ვაზილ ჰუდაკის და EIB-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საქმიანობის 10 წლის, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს უკავშირდება.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია