დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
NDI-ის კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 26% აფასებს, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას - 25%
ავტორი:
2018/აპრილი/30 11:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/margvelashvilikvirikashvili_14a09.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490529-ndi-is-kvlevis-thanakhmad-giorgi-margvelashvilis-saqmianobas-dadebithad-gamokithkhuli-mosakhleobis-26-afasebs-giorgi-kvirikashvilis-saqmianobas-25.html", "headline": "NDI-ის კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 26% აფა...", "datePublished": "2018-04-30 07:14:42", "dateModified": "2018-04-30 07:14:42", "description": "“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/margvelashvilikvirikashvili_14a09.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 26% აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას - 25%.

ამასთან, NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 51% პრეზიდენტის საქმიანობას, ხოლო 52% პრემიერის საქმიანობას აფასებს საშუალოდ. რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს, როგორც გიორგი მარგველაშვილის, ისე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უარყოფითად 3-3% აფასებს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოკითხულთა 19% ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 43% საშუალოდ, 22% - უარყოფითად.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% დადებითად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებს, ხოლო 13% უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია