დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკოს ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 41.1% შეადგინა
ავტორი:
2018/აპრილი/28 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/archevnebi-2016.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490371-ceskos-informaciith-vanisa-da-khonis-mazhoritarul-olqshi-1500-saathis-monacemebith-amomrchevlis-aqtivobam-411-sheadgina.html", "headline": "ცესკოს ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა...", "datePublished": "2018-04-28 12:03:39", "dateModified": "2018-04-28 12:03:39", "description": "ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/archevnebi-2016.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 41.1% შეადგინა.

როგორც ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის არჩევნებზე სულ 19 789 ამომრჩეველი მივიდა. ცნობისთვის, #54 მაჟორიტარულ ოლქში სულ 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟრიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია