დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - ვფიქრობ, საკვანძო ფიგურების პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა
ავტორი:
2018/აპრილი/27 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490198-gia-volski-vfiqrob-sakvandzo-figurebis-politsabtcoshi-yofna-satciroa.html", "headline": "გია ვოლსკი - ვფიქრობ, საკვანძო ფიგურების პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა", "datePublished": "2018-04-27 11:10:18", "dateModified": "2018-04-27 11:10:18", "description": "პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში უნდა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

"მე მგონი, ის უნდა იყოს პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს. ამ გეგმების რეალიზაცია არის მთელი მთავრობის ამოცანა, სადაც საკვანძო როლს შეასრულებს პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, რომ ის წარმოდგენილი უნდა იყოს პოლიტსაბჭოში, თუმცა არ ვიცი კონფიგურაცია და შინაარსი ამ პოლიტსაბჭოში როგორი იქნება და რა პრინციპზე იქნება აგებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით რაიმე მონახაზი ჯერ არ არსებობს.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გენერალური მდივნის კახა კალაძისა და აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობების შენარჩუნების საკითხს, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მათი პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა.

"ისინი თავიანთ პოზიციაზე არიან საკმაოდ მძლავრნი და ეფექტურნი იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა ისინი პოლოტსაბჭოში, მაგრამ მე ვფიქრობ, საკვანძო ფიგურების პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა. ვნახოთ როგორ დალაგდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში ცვლილებების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მაისის დასაწყისში გაიმართება.
თემა: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში ზვიად ძიძიგური ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - პოზიტიურად წაადგება ქვეყანას ასეთი გამჭრიახი და გონიერი კაცის პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია