დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებს ხვდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 10:30:03
”ექსპოჯორჯიაში” გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება,  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი, რადიო "პალიტრის" პროგრამების დირექტორი თამარ ცაგარეიშვილი, გაზეთ "ყველა სიახლის" მთავარი რედაქტორი გიორგი კვიტაშვილი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რადიო "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა ვეფხვაძე, რადიო "ფორტუნას" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი ნათია ხუროშვილი, გაზეთ "პრაიმ ტაიმის" მთავარი რედაქტორი თაკო ფხაკაძე და სხვები.
ამასთან, როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას რადიო "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ვეფხვაძემ აღნიშნა, ძალიან კარგია, როდესაც ჟურნალისტს პრემიერთან კითხვის დასმის შესაძლებობა ეძლევა და მან ეს შესაძლებობა უნდა გამოიყენოს. მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის ფორმატი ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ვიღაცის გაღიზიანებას იწვევდეს.  
ბიძინა ივანიშვილისგან სტრატეგიული საკითხებზე შეფასებები აინტერესებს გაზეთ "რეზონანსის" მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს. მისივე თქმით, ასევე დაინტერსედება პოლიტიკური საკითხებით. ლაშა ტუღუშმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.
ამასთან, რადიო "ფორტუნას" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის,  ნათია ხუროშვილის თქმით, იგი ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილი პრემიერის,  ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ახალი დეტალებით დაინტერესდება. მისივე თქმით, საინტერესოა, დარჩება თუ არა ივანიშვილი თანამდებობაზე ვილნიუსის სამიტამდე და რა კონკრეტული გეგმები აქვს სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1225
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია