დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შალვა თადუმაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა
ავტორი:
2018/აპრილი/26 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/tadumadze_ffc4b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490028-shalva-thadumadze-ianosh-hermans-shekhvda.html", "headline": "შალვა თადუმაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა", "datePublished": "2018-04-26 11:04:46", "dateModified": "2018-04-26 11:04:46", "description": "საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და სხვადასხვა მიმართულე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/tadumadze_ffc4b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შალვა თადუმაძისა და ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეხვედრის მთავარი თემები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

შალვა თადუმაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პროცესში და ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია