დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტმა ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით, მორიგი სხდომა ჩაატარა
ავტორი:
2018/აპრილი/26 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/beselia_ca864.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490009-evrosabtcos-saparlamento-asambleis-evrosasamarthlos-gadatsyvetilebebis-aghsrulebis-qvekomitetma-eka-beselias-thavmjdomareobith-morigi-skhdoma-chaatara.html", "headline": "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტმა ეკა ბესე...", "datePublished": "2018-04-26 10:12:39", "dateModified": "2018-04-26 10:12:39", "description": "სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საპარლამენ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/beselia_ca864.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით მორიგი სხდომა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სხდომის მთავარი საკითხი ქვეკომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის არჩევა იყო. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა ამ პოსტზე ლეონიდ იემეტსი აირჩია.

დღევანდელ სხდომაზე, ასევე, განხილული იყო ეროვნული პარლამენტარებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ეხება.

„ძალიან საინტერესო დოკუმენტია, რომელიც ლონდონის მიდელექსის უნივერსიტეტის პროფესორებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტთან თანამშრომლობით მოამზადეს. მათ შექმნეს ძალიან საინტერესო სტანდარტები, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტარს გამოადგება იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვაზე და მათ პოპულარიზაციაზე იმუშაონ ეროვნულ პარლამენტებში. დოკუმენტში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და აღსრულების საკითხებს, სადაც მოყვანილია საქართველოს მაგალითი. ამ სახელმძღვანელოს აქვს განსხვავებული მოდელი ანუ შერეულ მოდელი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად იხილავს, მათ შორის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც კომიტეტმა განიხილა და შემდეგ ის წარედგინება პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს,“ -განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა, ქვეკომიტეტის პრეზიდენტად ეკა ბესელიას არჩევის შემდეგ, დღეს მესამე სხდომა ჩაატარა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია