დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ სირაძის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკში „პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს
ავტორი:
2018/აპრილი/26 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/siradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489965-othar-siradzis-informaciith-saqarthvelos-erovnul-bankshi-progres-bankis-likvidaciis-procesi-mimdinareobs.html", "headline": "ოთარ სირაძის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკში „პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეო...", "datePublished": "2018-04-26 08:08:25", "dateModified": "2018-04-26 08:08:25", "description": "„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ სირაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში „პროგრე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/siradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ სირაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში „პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს.

ოთარ სირაძის თქმით, „პროგრეს ბანკის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილია და ამ ბანკში მისი პარტნიორი პანამურ ოფშორში რეგისტრირებული PINTEX ჯგუფია, რომლის მესაკუთრე საერთაშორისო თაღლითი, ფულის გათეთრების არაერთ საქმეში ბრალდებული ილია გავრილოვია. სირაძის განცხადებით, მის მიმართ რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ფულის გათეთრების გამო და იგი მიმალვაში იმყოფება.

„მას დაუხურეს მოსკოვში ფედერალური დეპოზიტური ბანკი ზუსტად იმის გამო, რომ ეწეოდა ფულის გათეთრებას და იმავე საქმიანობას ეწეოდა „პროგრეს ბანკშიც“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. კერძოდ, „პროგრეს ბანკის“ კიდევ ერთი პარტნიორი იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთში რეგისტრირებული მცირე ზომის ბანკი „რაზვიტიე“, რომელმაც 12 მლნ დოლარი გადმოურიცხა „პროგრეს ბანკს“ და მოხდა ამ ფულის გათეთრება, რის გამოს ბანკი „რაზვიტიე“ დღეს დახურულია და მიმდინარეობს გამოძიება. დღეს ჩუმად მიმდინარეობს პროცესი, როდესაც „თიბისის ბანკი“ ყიდულობს „პროგრეს ბანკის“ აქტივებს და ხდება ამ ბანკების შერწყმა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს ივანიშვილ-გავრილოვის მიერ ამ ბანკში წარსულში ჩადენილი დანაშაულებების ჩაფარცხვა და კვალის გაქრობა“, - აცხადებს ოთარ სირაძე.

მისივე თქმით, ივანიშვილი და ხაზარაძე ბიზნესპარტნიორები და ერთმანეთთან გარიგებულები არიან.

„სწორედ ასეთი გარიგებები ახრჩობს ქართულ ბიზნესს და აზარალებს საქართველოს მოსახლეობას. ასე მდიდრდება ივანიშვილი და მისი საბანკო ოლიგარქიული მაფია, ხოლო ხალხი ღარიბდება, იხრჩობა ბანკის ვალებში, მაღალ პროცენტებში და ეწირება მათ პირად ინტერესებს. აქედან გამომდინარე მივმართავთ ეროვნულ ბანკს და მის საზედამხედველო სამსახურს, დეტალურად იყოს შესწავლილი ამ გარიგების კანონიერება და არ მოხდეს ივანიშვილ-ხაზარაძის გარიგების მექანიკური დაკანონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მომავალში ამ ბანკებთან ერთად საქართველოს ეროვნულ ბანკსაც დაეკისრება“, - განაცხადა ოთარ სირაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია