დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - უვიზო რეჟიმს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ასეულობით ათასი ადამიანი დამნაშავეებად გამოვაცხადოთ
ავტორი:
2018/აპრილი/26 11:00:01
../photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489947-davith-baqradze-uvizo-rezhims-unda-gavufrthkhildeth-magram-ara-imis-kharjze-rom-aseulobith-athasi-adamiani-damnashaveebad-gamovackhadoth.html", "headline": "დავით ბაქრაძე - უვიზო რეჟიმს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ასეულობით ათასი ადამიან...", "datePublished": "2018-04-26 06:59:40", "dateModified": "2018-04-26 06:59:40", "description": "უვიზო რეჟიმს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ასეულობით ათასი ადამიანი დამნაშავეებად ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უვიზო რეჟიმს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ასეულობით ათასი ადამიანი დამნაშავეებად გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნიდან სწორედ “ქართული ოცნების“ არასწორმა და უნიათო ეკონომიკურმა პოლიტიკამ წაიყვანა.

“უვიზო რეჟიმს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ასე ხელაღებით დამნაშავეებად გამოვაცხადოთ ასეულობით ათასი ადამიანი, რომელიც შეიფარებს და დაეხმარება საკუთარ ახლობელს და რომელთა დიდი ნაწილი საქართველოდან წაიყვანა სწორედ “ქართული ოცნების“ არასწორმა და უნიათო ეკონომიკურმა პოლიტიკამ. მთავრობას რომ მთელი კონცენტრაცია ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობის ამაღლებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გაეკეთებინა, ეს პრობლემაც არ დადგებოდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სისხლის სამართლის კოდექსს, შესაძლოა, ახალი - სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით - სამიდან ექვს წლამდე. ასევე, თავისუფლების აღკვეთას, ვადით - სამიდან ექვს წლამდე, გამოიწვევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

გარდა ამისა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: - არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი საბუთების გამოყენებით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით - ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო მითითებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით - შვიდიდან ათ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეთა უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას და უცხო ქვეყანაში მათ უკანონოდ ყოფნას, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია