დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ერეკლე კოდუა - რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, გამოკეტოთ ციხეებში პატრიოტები, ეს ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს, ვემსახუროთ სამშობლოს
ავტორი:
2018/აპრილი/26 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kodua2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489933-erekle-kodua-rac-ar-unda-gaayalboth-mtkicebulebebi-gamoketoth-cikheebshi-patriotebi-es-ver-shecvlis-chvens-survils-vemsakhuroth-samshoblos.html", "headline": "ერეკლე კოდუა - რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, გამოკეტოთ ციხეებში პატრიოტები, ეს ვერ შეცვლის ჩ...", "datePublished": "2018-04-26 05:25:45", "dateModified": "2018-04-26 05:25:45", "description": "მე კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან, - ამის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kodua2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მე კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან, - ამის შესახებ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის(სოდ-ის) ყოფილი უფროსი, ერეკლე კოდუა სოციალურ ქსელში წერს.

კოდუა საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ მას ვერ დააშინებენ და ვერავინ შეცვლის მის სურვილს, რომ სამშობლოს ემსახუროს.

“მეგობრებო, მე კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან. დღევანდელი მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ დასჭირდა მათი ფანტაზიის დამწიფებას 6 წელი. მე ძალიან ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი წვლილი შემეტანა კრიმინალთან ბრძოლაში და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკვლელობასაც არ ერიდებიდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დღეს მეორე რუსი ოლიგარქმა გადაწყვიტა შური იძიოს ჩემზე სწორედ ამის გამო. რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, რაც არ დააშინოთ ადამიანები, რაც არ უნდა გამოკეტოთ ციხეებში პატრიოტები, ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე და ქვეყანას მოსცილდება მოღალატე ხელისუფლება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული რუსი ოლიგარქი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მომავლის რწმენას“, - წერს კოდუა „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, გარდა ამისა, კოდუა მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, რომელზედაც მიესაჯა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“, რომელზედაც მიესაჯა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია