დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რამაზ საყვარელიძე კალაძის ინიციატივაზე - მაიმუნები რომ მაიმუნები არიან, ისინი არ თმობენ
ავტორი:
2018/აპრილი/26 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/sayvarelidzesakvarelidzeramaz.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489925-ramaz-sayvarelidze-kaladzis-iniciativaze-maimunebi-rom-maimunebi-arian-isini-ar-thmoben.html", "headline": "რამაზ საყვარელიძე კალაძის ინიციატივაზე - მაიმუნები რომ მაიმუნები არიან, ისინი არ თმობენ ", "datePublished": "2018-04-26 04:42:35", "dateModified": "2018-04-26 04:42:35", "description": "დათმობა ცოტა ისეთი თემაა - ერთმა შეიძლება დათმოს და მეორემ - არა და სოციალური პროცესის დათმობაზე აგე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/sayvarelidzesakvarelidzeramaz.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დათმობა ცოტა ისეთი თემაა - ერთმა შეიძლება დათმოს და მეორემ - არა და სოციალური პროცესის დათმობაზე აგება არ არის პერსპექტიული, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერის ინიციატივას, დედაქალაქში ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა მექანიზმები უნდა იყოს მრავალფეროვანი და მხოლოდ მეპატრონეების დათმობაზე არ უნდა იყოს აგებული.

„მაიმუნები რომ მაიმუნები არიან, ისინი არ თმობენ. დაკვირვება იყო ასეთი, მაიმუნების ლიდერს ფიცარი ედო გვერდით - არაფერში იყენებდა, მაგრამ როგორც კი ამ ფიცარს ვინმე მიეკარებოდა, ეჩხუბებოდა. ასე რომ, დათმობა ცოტა ისეთი თემაა - ერთმა შეიძლება დათმოს და მეორემ - არა. სოციალური პროცესის დათმობაზე აგება არ არის პერსპექტიული. სხვა ქვეყნებში სახელმწიფო შეისყიდის ხოლმე იმ ტერიტორიას, რომელზეც სხვა რამე უნდა გააკეთოს და მერე განაგებს იმ ტერიტორიას. მიმართულება უდავოდ მისასალმებელია, მექანიზმები თუ მრავალფეროვანი გახდება და არ იქნება მხოლოდ მეპატრონეებზე, ალბათ აჯობებს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ქალაქში არსებული ავტოფარეხები აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია