დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არაკორექტული და გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა
ავტორი:
2018/აპრილი/25 18:30:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/volski1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489881-gia-volski-prezidentis-mier-saparlamento-mokhsenebis-tsin-chventhan-mimarthebith-ezhovis-khseneba-arakoreqtuli-da-garkveultsilad-politikuri-sibecea.html", "headline": "გია ვოლსკი - პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არაკორე...", "datePublished": "2018-04-25 14:17:39", "dateModified": "2018-04-25 14:17:39", "description": "პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არა მხოლოდ არაკორექტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/volski1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არა მხოლოდ არაკორექტულია, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

“იმ დონის ინსტიტუტიდან, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუცია, ამის გაჟღერება არის მავნებლური. ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არა მხოლოდ არაკორექტულია, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა როგორც ჩვენთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო დონეზეც“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატიმრების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კრიტიკის ტალღას აჭარის ტელევიზიის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ პროპაგანდისტულმა შავმა პიარმა ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობის მდგომარეობაში არ უნდა დააბრუნოს.

“ეს არის შავი პროპაგანდა. მე ძალიან შემაშფოთა იმან, რომ დავინახე, ამ შავი პროპაგანდის პირობებში იქნა გაცხადებული, რომ საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა. ჩვენ დავინახეთ პირდაპირი პროპაგანდისტული ომი “შპარგალკებით“, ეჟოვის ლექსიკით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ანგარიშით 2 მაისს წარსდგება. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს და იქნება თუ არა დებატები, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია