დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუმინეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
ავტორი:
2018/აპრილი/25 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/ukraina_61f14.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489874-ruminethis-da-ukrainis-tsarmomadgenlebma-gaero-shi-saqarthvelos-mkhardamtceri-ganckhadebebi-gaakethes.html", "headline": "რუმინეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს", "datePublished": "2018-04-25 13:40:55", "dateModified": "2018-04-25 13:40:55", "description": "ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების. აშკა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/ukraina_61f14.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების. აშკარაა ასევე, რომ თბილისში არის მაღალი პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი მოგვარდეს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით. მნიშვნელოვანია საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და მხარს ვუჭერთ მას, ისევე, როგორც მივესალმებით ადამიანის უფლებების მხრივ განხორციელებულ რეფორმებს და ევროინტეგრაციის გზაზე მიმართულ ძალისხმევას, - ამის შესახებ რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა, დან ნიკოლასკუმ გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დან ნიკოლასკუმ რუმინეთის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა.

„ჩვენ იგივე განცდა გვაქვს, რაც ჩვენს ქართველ მეგობრებს. საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ იგივე მოხდა ყირიმშიც. საქართველოც და უკრაინაც რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. ჩვენ მივესალმებით გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის რეზოლუციას საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ. უკრაინა მხარს უჭერს აღნიშნულ რეზოლუციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორები უნდა იყვნენ დაშვებულნი“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე.

ღონისძიებაზე, ასევე, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს პარტნიორმა ქვეყნებმა.

ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიება “ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის” გაიმართა, რომელის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს იფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია