დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარმა მუშაობა დაასრულა
ავტორი:
2018/აპრილი/25 15:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/rouz.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489843-nato-s-saparlamento-asambleis-rouz-rosis-rigith-97-e-seminarma-mushaoba-daasrula.html", "headline": "ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარმა მუშაობა დაასრულა", "datePublished": "2018-04-25 11:42:23", "dateModified": "2018-04-25 11:42:23", "description": "ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარმა მუშაობა დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/rouz.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარმა მუშაობა დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სამი დღის განმავლობაში დელეგატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმების დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ.

სემინარის ბოლო სასესიო დღე რეგიონული საკითხებისა და გეოპოლიტიკური ასპექტების განხილვას დაეთმო. სესიის ფარგლებში გამართულ ორ პანელს მოდერირება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ და კონფლიქტებისა და სახელმწიფო მშენებლობის ლონდონის საინფორმაციო ქსელის (LINKS) აღმასრულებელმა დირექტორი დენის სამუტმა გაუწიეს. სესიაში მონაწილეობა კი სომხეთის თავდაცვის კვლევითი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ბენიამინ პოღოსიანმა, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ევროპული პროგრამის მკვლევარმა ზაურ შირიევმა, ექსტერის უნივერსიტეტის უფროსმა ლექტორმა დევიდ ლუისმა და ევროპული უსაფრთხოების სწავლების ცენტრის (EUCAM, CESS) კოორდინატორმა იოს ბონსტრამ მიიღეს.

„ვფიქრობ, რომ სემინარმა წარმატებით ჩაიარა და ჩვენ შინ დავბრუნდებით ახალი იდეებითა და ახალი ინფორმაციით იმის შესახებ, თუ რა ხდება რეგიონში. ეს ღონისძიება იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, კვლავ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა სესიის შეჯამებისას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილს, დელეგაციის წევრებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გამართული სემინარი და დღევანდელი სესია ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

„დღეს ვმსჯელობდით კავკასიაში უსაფრთხოების გარემოზე, აქტუალურ გამოწვევებზე, მათ შორის, სომხეთის და აზერბაიჯანის საკითხებზე. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კავკასიის მიმართ ინტერესი საკმაოდ გაზრდილია, იმდენად, რამდენადაც ნატო კავკასიას განიხილავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების ნაწილს და ის გამოწვევები, პრობლემები, რაც რეგიონშია, მთლიანობაში აისახება ევროპის და მთლიანად, ნატო-ს უსაფრთხოებაზე. ამიტომ, თემა ძალიან აქტუალურია, ინტერესი - ძალიან მაღალი და შესაბამისად, ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ საერთო ინტერესები უნდა შევაჯეროთ, უნდა ვიმსჯელოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც შავი ზღვის რეგიონი, ასევე, კავკასიის რეგიონი, რაც შეიძლება მეტად უსაფრთხო და მშვიდობიანი იყოს. ამიტომ, დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოში მაღალი დონის ღონისძიებების სიხშირე ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდ ინტერესზე მეტყველებს.

ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს რეგიონსა და დასავლეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, დელეგატებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.

„გამართული სემინარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, მეტი შეგვეტყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში და ასევე, მას აქვს გადამწყვეტი როლი მთლიანად, დასავლეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. სემინარმა მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“,- განაცხადა პაოლო ალიმ.

როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარში მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია