დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
ავტორი:
2018/აპრილი/25 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/maxaroblishvili_cdd02.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489780-sagareo-saqmetha-ministris-moadgile-evrokomisiis-migraciisa-da-sashinao-saqmetha-generaluri-direqtoratis-khelmdzghvanels-shekhvda.html", "headline": "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი...", "datePublished": "2018-04-25 07:58:52", "dateModified": "2018-04-25 07:58:52", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის მიგრაციისა და ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/maxaroblishvili_cdd02.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, პარასკევი მიხუსთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად უზრუნველყოფის კუთხით.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მრავალწლიანი ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისათვის როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის დამრღვევთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად და წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად უკვე გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი ზომები გააცნო. მათ შორის, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა, საკანონმდებლო ცვლილებები და ევროკავშირის სააგენტოებთან და მის წევრ ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობა.

პარასკევი მიხუ მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი გამოყენების ფაქტების აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ქმედებებს და დადებითად შეაფასა ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამავდროულად, მან ყურადღება გაამახვილა თავად ევროკავშირში უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ შენგენის სივრცეში უვიზო გადაადგილების პირობების დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია