დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა გულედანი - სამგორის რაიონის გამგეობა დაგეგმილი პროექტების დროულად და ეფექტურად დასრულებაზე იქნება ორიენტირებული
ავტორი:
2018/აპრილი/25 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/guledani2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489766-kakha-guledani-samgoris-raionis-gamgeoba-dagegmili-proeqtebis-droulad-da-efeqturad-dasrulebaze-iqneba-orientirebuli.html", "headline": "კახა გულედანი - სამგორის რაიონის გამგეობა დაგეგმილი პროექტების დროულად და ეფექტურად დასრულებაზე იქნე...", "datePublished": "2018-04-25 07:07:37", "dateModified": "2018-04-25 07:07:37", "description": "სამგორის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დროულად და ეფექტურად დასრულებაზე იქნებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/guledani2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამგორის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დროულად და ეფექტურად დასრულებაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა, კახა გულედანმა თბილისის მთავრობის სხდომაზე მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

"სამგორის გამგეობა, მისი ყველა თანამშრომელი და მეც ვიქნებით ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილი ყველა პროექტის დროულად და ეფექტურად დასრულებაზე. ჩემთვის ცნობილია სამგორის რაიონის და მის გამგეობაში არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ, თუმცა დაწვრილებით მოსაზრებებს მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც ადგილზე გავეცნობი ყველაფერს. საკადრო ცვლილებებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან კადრებს ჯერ არ ვიცნობ. როცა საქმეში გავიცნობთ ერთმანეთს, ამაზე შემდეგ ვისაუბრებ", - განაცხადა გულედანმა და თბილისის მერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია