დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„რესპუბლიკური პარტია“ - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ, როგორც მოქალაქეებმა და არა როგორც მრევლის წარმომადგენლებმა
ავტორი:
2018/აპრილი/25 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/respublikuripartia2017.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489737-respublikuri-partia-qarthuli-ocnebis-tsarmomadgenlebma-gadatsyvetilebebis-mighebisas-unda-ikhelmdzghvanelon-rogorc-moqalaqeebma-da-ara-rogorc-mrevlis-tsarmomadgenlebma.html", "headline": " „რესპუბლიკური პარტია“ - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღ...", "datePublished": "2018-04-25 05:12:37", "dateModified": "2018-04-25 05:12:37", "description": "„რესპუბლიკური პარტია“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/respublikuripartia2017.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „რესპუბლიკური პარტია“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებას რელიგიური შუღლის გაღვიღვების ხელშეწყობად აფასებს, - აღნიშნულის შესახებ საუბარია პარტიის განცხადებაში, რომელიც იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის თანამდებობის პირების განცხადებების არაკვალიფიციურობა და საკუთარი როლის გაუაზრებლობა სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ავიწყდებათ, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრობენ და გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ, როგორც მოქალაქეებმა და არა, როგორც მრევლის წარმომადგენლებმა.
„საკუთარი უცოდინრობით შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლებს, სხვა აღმსარებლობის და აღმსარებლობის გარეშე მყოფ მოქალაქეებს.
განსაკუთრებული საფრთხეა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძისა და განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის, განცხადებები. ისინი საკუთარი ზედაპირულობით და ფარისევლობით ეჭვქეშ აყენებენ საქართველოს კონსტიტუციას, როგორც სახელმწიფოებრიობის უზენაეს ღირებულებას და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს.
ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელმძღვანელები - ადამიანის უფლებები და განათლება - ავლენენ ანტისახელმწიფოებრივ მიდგომას, რაც აბსოლუტურად არათავსებადია თანამედროვე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს იდეასთან.

სოფიო კილაძის განცხადების სულისკვეთება ნათლად წარმოაჩენს, რომ მას წარმოდგენა არა აქვს რელიგიაზე, სახელმწიფოზე და პარლამენტის როლზე სეკულარულ სახელმწიფოში. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯომარეს შევახსენებთ, რომ სიტყვები „რაღაც ფორმით უნდა დარეგულირდეს“ ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ადასტურებს, რომ მას არც ადამიანის უფლებების და არც სისხლის სამართლის უზოგადეს პრინციპებზე წარმოადგენაც კი არა აქვს.
ასეთი განცხადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთშეზრდის პროცესსა და პოლიტიკური კორუფციის არსებობას. სამწუხაროდ, ამ პროცესს არ ემიჯნება „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი, და არ უწევს წინააღმდეგობას არცერთი პოლიტიკური პარტია, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ტენდენციებს.
მოსალოდნელი არჩევნების წინ მსგავსი ინიციატივების ინტენსივობა და საპატრიარქოს მორიგი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც, ქართული ოცნება ინარჩუნებს წინასაარჩვნოდ საპატრიარქოს იერარქების კეთილგანწყობას, ასევე, საპატრიარქო მზადაა აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.
საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივმართავთ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმდჯომარეს, გიორგი კვირიკაშვილს, გენერალურ მდივანს, კახი კალაძეს და აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, აიღონ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამოხატულ საშიშ პოზიციაზე და მათი შესაძლებლობის ფარგლებში შეაჩერონ ეს პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა, გუშინ, იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელი ემზარ კვიციანია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია