დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობის
ავტორი:
2018/აპრილი/24 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze_89f39.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489662-irakli-kobakhidze-2016-tslis-saparlamento-archevnebi-iyo-principuli-da-sakvandzo-mnishvnelobis.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობის", "datePublished": "2018-04-24 11:31:01", "dateModified": "2018-04-24 11:31:01", "description": "2016 წლამდე ჩვენი მთავარი, მაშინდელი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ იყო ერთგვარი საფრთხე ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze_89f39.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 2016 წლამდე ჩვენი მთავარი, მაშინდელი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის მთლიანად იქნა განეიტრალებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების საქმიანობის მნიშვნელობაზე გამაახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სწორედ მათი დამსახურებით აგრძელებს ჩვენი ქვეყანა წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ მთავარ მიღწევებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მთავარი მიღწევების შენარჩუნება და კიდევ უფრო განმტკიცება რომელიც გვაქვს 2012 წლის შემდეგ. ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არის ის მიღწევები, რომელთა შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო განსამტკიცებლად ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქვეყანაში. ასევე თქვენი დამსახურებით ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას და ზუსტად „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს გასულ წელს ქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, პრიორიტეტი რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ყურადღება მიქცეული იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქების ცხოვრების პირობები სულ უფრო გაუმჯობესდეს. ასევე, თქვენი დამსახურებით „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ ვახერხებთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში, იმ ძალიან რთულ რეგიონულ გარემოში რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს გარშემო”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, გაძლიერდა პარტიის ცენტრალური რგოლი და ადგილობრივი ორგანიზაციები, რამაც 2016 წლის არჩევნებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პრინციპული და საეტაპო მნიშვნელობის არჩევნები იყო.

„ჩვენ გვქონდა ორი წლის წინ ამავე ფორმატში, კონფერენციის ფორმატში, თქვენთან საუბრის საშუალება. იმაზე საუბრის საშუალება, თუ როგორი იყო ჩვენი გეგმები პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად მაშინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს, ორი წლის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ის დაპირებები, რომელიც მაშინ გავეცით ჩვენი პარტიის წინაშე, პარტიის წევრების, პარტიის აქტივისტების წინაშე, პირნათლად არის შესრულებული. ჩვენ მაშინ ვამბობდით იმას, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება. ასევე, საჭირო იყო, განსაკუთრებით, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ეს მიზანი სათანადოდ იქნა შესრულებული, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს საარჩევნო წარმატებაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ჩვენ ვსაუბრობდით გუნდის განახლების მნიშვნელობაზე და ესეც იყო მიღწეული ამოცანა, რამაც ჩვენ მოგვახერხებინა 2016 წელს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატების მოპოვება. ჩვენ კარგად დავგეგმეთ თქვენთან ერთად წინა საარჩევნო კამპანია. ჩავატარეთ წარმატებით ეს წინა საარჩევნო კამპანია და ამ წარმატებული კამპანიის შედეგად და, რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგად ჩვენ შევძელით ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს იყო ჩვენთვის საკვანძო და პრინციპული მნიშვნელობის, საეტაპო მნიშვნელობის არჩევნები, თქვენ გახსოვთ, რომ 2016 წლამდე ჩვენი მთავარი, მაშინდელი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის მთლიანად იქნდა განეიტრალებული, რაც არის,რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურება”,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია