დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანის რელიგიური გრძნობები
ავტორი:
2018/აპრილი/24 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/fofxadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489639-gedevan-fofkhadze-sakhelmtsifos-unda-gaachndes-pozitiuri-valdebuleba-daicvas-adamianis-religiuri-grdznobebi.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანის რელიგიური გრძნო...", "datePublished": "2018-04-24 09:33:08", "dateModified": "2018-04-24 09:33:08", "description": "მხარს ვუჭერ პრინციპს, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების რელ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/fofxadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მხარს ვუჭერ პრინციპს, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების რელიგიური გრძნობები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ დეპუტატ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ფოფხაძის თქმით, საჭიროა კანონი დაიწეროს იმდაგვარად, რომ ადმინისტრირების დონეზე პრობლემები არ შეიქმნას.

“სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანის რელიგიური გრძნობები. მე ამ პრინციპს მხარს ვუჭერ. ბუნებრივია, ადამიანს აქვს მძაფრი რეაქცია, როდესაც მის რელიგიურ გრძნობებს ვინმე შეურაცხყოფას აყენებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ადმინისტრირების ნაწილი. უნდა დადგინდეს შეფასების სტანდარტი, თუ რას წარმოადგენს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. უნდა გაიწეროს ამის ობიექტური და სუბიექტური შეფასების კრიტერიუმი”, - განმარტა გედევან ფოფხაძემ.

ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში პროექტი გადამუშავდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია