დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ავტორი:
2018/აპრილი/23 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/gabunia_1ba7b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489494-zaza-gabunia-thvithmmarthvelobis-erovnuli-asociaciis-aghmasrulebel-direqtors-shekhvda.html", "headline": "ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა", "datePublished": "2018-04-23 12:44:29", "dateModified": "2018-04-23 12:44:29", "description": "რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/gabunia_1ba7b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, დავით მელუას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იმ აქტივობებსა და ღონისძიებებს შეეხო, რომელიც კომიტეტს თვითმმართველობის გაძლიერებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით აქვს დაგეგმილი.
„კომიტეტისთვის ყველა იმ სუბიექტთან აქტიური პარტნიორული ურთიერთობა და კომუნიკაცია, რომელიც ჩართულია პროცესებში და უკავშირდება რეგიონების განვითარებას და თვითმმართველობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებსა და გეგმებზე, რომელიც კომიტეტს აქვს თვითმმართველობის გაძლიერებისთვის, რეფორმირების კონტექსტში, რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მხარეები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია