დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
ავტორი:
2018/აპრილი/21 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze-3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489258-irakli-kobakhidze-dzalian-mnishvnelovania-rom-mmarthveli-gundi-qveyanashi-stabilurobis-maghal-khariskhs-inarchunebs.html", "headline": " ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ი...", "datePublished": "2018-04-21 12:41:02", "dateModified": "2018-04-21 12:41:02", "description": "ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze-3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

პარლამენტის თვამჯდომარემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი წევრებს, აქტივისტებს შეაქვთ, რომლებიც, მისი თქმით, ემსახურებოდნენ პარტიას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხა შეეტანათ.

“მიხარია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი პარტიის იუბილეს აღვნიშნავთ ამბროლაურში, ჩემს მშობლიურ კუთხეში. მინდა, განსაკუთრებულად, მოგესალმოთ თქვენ, პარტიის წევრებს და აქტივისტებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენს განვითარებაში, ჩვენი პარტიის განვითარებაში. აქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან პარტიის დამფუძნებლები და რომლებიც 2011 წლიდან დადიოდნენ სოფელ-სოფელ, აწარმოებდნენ აგიტაციას, ემსახურებოდნენ პარტიას იმისთვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გარდატეხა შეეტანათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამ წარმატებას მივაღწიეთ და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის დამსახურებაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზანი არა მხოლოდ მიღწეული წარმატების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაა.

“ქვეყანა აგრძელებს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას დემოკრატიის თვალსაზრისით, თავისუფლების თვალსაზრისით, რაც არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და ჩვენი ამოცანაა, ეს მიღწეული არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ. ამას ემსახურებოდა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც შეუქცევადი გახადა უკვე საქართველოში დემოკრატიული განვითარება და ასევე, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. ასევე, ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ესეც არის რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ჩვენ გვქონდა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც არის ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. ირაკლი კობახიძის თქით, ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა.

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობის მაღალ ხარისხს. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით, სტაბილურობის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკური კუთხით და 2008 წლის შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სტაბილურობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა შეგვიძლია ვიამაყოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია