დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კანდელაკი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყველა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით Freedom House-ის კრიტიკულ დასკვნას იმეორებს
ავტორი:
2018/აპრილი/21 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kandelaki-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489242-giorgi-kandelaki-ashsh-s-sakhelmtsifo-departamentis-angarishi-yvela-mnishvnelovan-themasthan-dakavshirebith-freedom-house-is-kritikul-daskvnas-imeorebs.html", "headline": " გიორგი კანდელაკი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყველა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით...", "datePublished": "2018-04-21 11:37:54", "dateModified": "2018-04-21 11:37:54", "description": "აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყველა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით Freedom House-ის კრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kandelaki-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყველა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით Freedom House-ის კრიტიკულ დასკვნას იმეორებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

გიორგი კანდეკალის თქმით, ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად საუბარია მედიაპლურალიზმის კუთხით უკუსვლასა და მოსამართლეების პოლიტიზებაზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სჩვევიათ ვირტუალურ, შეთხზულ რეალობაში ცხოვრება და ამ შავით თეთრზე დაწერილ ძალიან ადვილად გასაგებ ტექსტსაც რა თქმა უნდა, თავისებურად გაიგებენ, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში არის ერთმნიშვნელოვანი. ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად საუბარია მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით უკუსვლაზე, უაღრესად კრიტიკული თავი ეძღვნება სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ სიტუაციას - მოსამართლეების პოლიტიზებას და პოლიტიკურ გავლენას მოსამართლეებზე. ამაზე კრიტიკული ვერ წარმომიდგენია როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება. ასევე ცალკეა საუბარია პოლიტიკური ძალადობის ფაქტების არ გამოძიებაზე და პირველ რიგში, იმაზე, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები, რომლებმაც კორცხელში ჩაიდინეს ძალადობა, ჯერაც დაუსჯელი არიან", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური მოხსენება, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი, გუშინ გამოქვეყნდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია