დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სარეიტინგო კომპანია Moody's-ის სუვერენული რეიტინგების მმართველ დირექტორს შეხვდა
ავტორი:
2018/აპრილი/20 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/baxtadze_306e1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489150-finanstha-ministri-mamuka-bakhtadze-sareitingo-kompania-moodys-is-suverenuli-reitingebis-mmarthvel-direqtors-shekhvda.html", "headline": "ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სარეიტინგო კომპანია Moody's-ის სუვერენული რეიტინგების მმართველ...", "datePublished": "2018-04-20 16:22:37", "dateModified": "2018-04-20 16:22:37", "description": "ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/baxtadze_306e1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის სუვერენული რეიტინგების მმართველ დირექტორს ალესტერ ვილსონს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკაში არსებული დადებითი დინამიკა, პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის სტრუქტურული რეფორმები განიხილეს, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა სსფ-ის “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლის მიზანია ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფინანსების, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოს პოტენციალის გაძლიერება. საუბარი ასევე შეეხო საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივა, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები.

ამჟამად, სარეიტინგო კომპანია Moody's-ის რეიტინგში საქართველოს Ba2 სტაბილური აქვს მინიჭებული.









წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია