დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრები გამართა
ავტორი:
2018/აპრილი/20 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/parlamentibundestagi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489146-saqarthvelos-parlamentis-aparatis-khelmdzghvanelobam-germaniis-bundestagshi-shekhvedrebi-gamartha.html", "headline": "საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრები გამართა", "datePublished": "2018-04-20 16:05:34", "dateModified": "2018-04-20 16:05:34", "description": "პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/parlamentibundestagi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ბუნდესტაგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის აპარატის ხელმძღვანელს ჰორსტ რისეს და აპარატის უფროსის მოადგილეს ულრიხ შოლერს შეხვდნენ. ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ბუნდესტაგის საპარლამენტო ქვეკომიტეტების და საკადრო სამსახურის ხელმძღვანელებთან.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გივი მიქანაძე და ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს ტაბია რიოსნერს შეხვდნენ. ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა საპარლამენტო საქმიანობის სპეციფიკაზე, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებისა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“შეხვედრების შედეგად მიღწეულია რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, გერმანიის ბუნდესტაგი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო საკითხების დაგეგმვისა და მიმდინარე საფინანსო ხარჯთაღრიცხვის მონიტორინგის კუთხით ექსპერტული დახმარების გაწევას გააგრძელებს. საქართველოს პარლამენტში განხორციელდება ექსპერტების დამატებითი ვიზიტები და გაძლიერდება მათი ჩართულობა აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანიის ბუნდესტაგში დაიგეგმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარლამენტის აპარატის საფინანსო მიმართულების ხელმძღვანელობისთვის. როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, კვლევითი კომპონენტის თვალსაზრისით, გერმანია მზად არის საქართველოს პარლამენტს თავისი გამოცდილება გაუზიაროს და ექსპერტული დახმარება გაუწიოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა DBB აკადემიაში, რომელიც პროფკავშირების სასწავლო ცენტრს წარმოადგენს და საჯარო მოხელეების, მათ შორის, ბუნდესტაგის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების მიმართულებით საქმიანობს.

პარლამენტის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერის და გაძლიერების კუთხით დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა აკადემიასთან.

“შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის ხელშეწყობით და საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, მოხდება სხვადასხვა სატრენინგო პროგრამების განხორციელება ჩვენი აპარატის თანამშრომლებისთვის. ამასთან, აკადემიის ექსპერტი, ჩაერთვება ადამიანური რესურსების შეფასების არსებული სისტემის ხარისხისა და ეფექტიანობის შეფასებაში. იმისთვის, რომ ამ სისტემის კიდევ უფრო დახვეწა და გაუმჯობესება მოხდეს“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.

მიმდინარე წლის სექტემბერში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის ჩართულობით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების შეხვედრა იგეგმება. შეხვედრაში მონაწილეობის თხოვნით, მოწვევა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან, ბუნდესტაგის აპარატის ხელმძღვანელმა ექსკლუზიურად მიიღო.

ორმხრივ შეხვედრებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ლევან დიასამიძე ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის ვიზიტი გერმანიის ბუნდესტაგში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია