დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში „ტურიზმი და მოგზაურობა
ავტორი:
2018/აპრილი/20 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/sagareo_4fa6c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489131-zurab-abashidzem-monatsileoba-miigho-saerthashoriso-gamofenashi-turizmi-da-mogzauroba.html", "headline": "ზურაბ აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში „ტურიზმი და მოგზაურობა", "datePublished": "2018-04-20 14:35:39", "dateModified": "2018-04-20 14:35:39", "description": "ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ აბაშიძემ მონაწილეობა მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/sagareo_4fa6c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო რიგით მე–18 საერთაშორისო გამოფენაში „ტურიზმი და მოგზაურობა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩი საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტურისტული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი და სხვადასხვა ქართული ბიზნეს -კომპანია.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა გამართა ქართველ მღვდელმსახურთან და ყაზახეთის რესპუბლიკაში ალმაატისა და ჟამბილის ოლქებში საქართველოს საპატიო კონსულთან, ასევე „ქართული კულტურული ცენტრის“ და ყაზახეთის რესპუბლიკის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის “Kaspi Bank” - ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია