დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
ავტორი:
2018/აპრილი/20 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/rumineti_9982e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489125-saqarthvelosa-da-ruminethis-sagareo-saqmetha-saministroebs-shoris-ormkhrivi-politikuri-konsultaciebi-gaimartha.html", "headline": "საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმ...", "datePublished": "2018-04-20 13:35:36", "dateModified": "2018-04-20 13:35:36", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/rumineti_9982e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დელეგაციას მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო რუმინული მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დან ნეკულაესკუ უძღვებოდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს გაუსვეს ხაზი. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა რუმინელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, რუმინეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტრიბუციისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რუმინეთს დიდი წვლილი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესში.

ორმხრივი ურთიერთობების განხილვისას ხაზი გაესვა თანამშრომლობის აქტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები ორმხრივი მიმართულებით, მათ შორის, ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის, რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გააქტიურების, ქალაქებისა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მხრივ.

კონსულტაციების ფარგლებში აღინიშნა, რომ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის ათვისება, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ კონტექსტში საქართველოსა და რუმინეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. რუმინული მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველო და „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუმინეთის ევროპული დღის წესრიგის გამოკვეთილი პრიორიტეტი იქნება. მინისტრის მოადგილემ რუმინულ მხარეს საქართველოს მიერ ბოლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი გააცნო და ესაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას ემსახურება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, ნატო-ს მომავალ სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს. მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ამ კონტექსტში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.

ქართულმა მხარემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციის გადამწყვეტ მნიშვნელობას.

მინისტრების მოადგილეები საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების 300-წლიანი ისტორიის შესასწავლად და წარმოსაჩენად ორი ქვეყნის ისტორიკოსთა კომისიის დაფუძნების ინიციატივას მიესალმნენ და მზაობა გამოთქვეს, ხელს შეუწყონ მის მუშაობას.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრები გაიმართა რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანგელ ტილვერთან და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ლივიუ პლეშოიანუსთან, რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან სტრატეგიული თანამშრომლობის იმპლემენტაციის საკითხებში ანა ბირჩალთან.

რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ურთიერთობებზე. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ მომავალ კვირას რუმინეთს საქართველოს პარლამენტში რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ეწვიან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, კონსულტაციები გაიმართა საქართველოსა და რუმინეთს შორის სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაციის მიზნით.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია