დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება
ავტორი:
2018/აპრილი/20 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489030-gia-volskis-ganckhadebith-umravlesobis-shekhvedra-savaraudod-momdevno-kvirashi-gaimartheba.html", "headline": "გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება", "datePublished": "2018-04-20 08:05:20", "dateModified": "2018-04-20 08:05:20", "description": "პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება. ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ალბათ, იმ კვირაში ჩავატარებთ შეხვედრას, რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. არის ობიექტური წინაპირობები იმისთვის, რომ აღელვებას რაღაცნაირად მენეჯმენტი გავუკეთოთ და დაველოდოთ ისეთ პერიოდს, როდესაც ვიმსჯელებთ თემებზე, ურთიერთობებზე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვფიქრობ, ყოველაფერი კარგად იქნება, საზოგადოება მოელის ამას და დაიღალა ამ შიდა დაძაბულობით, რომელსაც რეალური წინაპირობა ნამდვილად არ გააჩნია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

„ვფიქრობთ, ასეთ ნათქვამს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მედიისთვის და ღია სივრცისთვის საინტერესოა ეს გამონათქვამები და შედარებები, მაგრამ ვფიქრობ, აქტუალური აღარ არის. დავით ჭიჭინაძე განსწავლული ადამიანია და კარგი გამოცდილება გააჩნია იმ დარგებში, რომელ კომიტეტებშიც მუშაობს.

საწყენი არაფერი არ არის. უბრალოდ, ერთ დერეფანში დავდივართ, ერთად ვართ, ვხედავთ ერთმანეთს და ვფიქრობ, ღია ეთერით ერთმანეთთან საუბარი არ უნდა იყოს არავის შორის. ეს არის მთელი ამოცანა და იდეა იმ შეხვედრის, რაც უნდა შედგეს. ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უნდა დავუკვირდეთ და მეტი სითბო გამოვხატოთ. საქმიან ატმოსფეროში არც კამათია უცხო ჩვენი გუნდისთვის და პოზიტიური შედეგის მომტანიც არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული, - ასე უპასუხა დავით ჭიჭინაძემ გუშინ გია ვოლსკის, რომელმაც აღნიშნა, რომ ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო.

„ალბათ, კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

თემა: დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში არჩილ თალაკვაძე - დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია