დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და კენჭი იყაროს პრეზიდენტად
ავტორი:
2018/აპრილი/19 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/xuxashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488961-gia-khukhashvili-bidzina-ivanishvili-politikashi-unda-dabrundes-da-kentci-iyaros-prezidentad.html", "headline": " გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და კენჭი იყაროს პრეზიდენტად", "datePublished": "2018-04-19 18:36:25", "dateModified": "2018-04-19 18:36:25", "description": "ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. როგორც ხუხაშვილმა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/xuxashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა კენჭი უნდა იყაროს პრეზიდენტად.

„ბიძინა ივანიშვილმა უნდა იყაროს კენჭი პრეზიდენტად. მისი პრეზიდენტობა აღადგენს ინსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში. თინეიჯერები იძულებულები გახდებიან დალაგდნენ. ამის შემდეგ მისი გარანტიით უნდა ჩატარდეს კონკურენტული არჩევნები, მივიღოთ მულტიპარტიული პარლამენტი და შემდეგ თუ უნდა, წავიდეს პოლიტიკიდან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული პროცესები შუა გაკვეთილის დროს კლასიდან მასწავლებლის გასვლის შემდეგ კლასში არსებულ სიტუაციას ჰგავს.

„დაახლოებით ხდება ასეთი რაღაც: წარმოიდგინეთ, სკოლაში მასწავლებელი შუა გაკვეთილიდან გავიდა გარეთ, კლასში არის ამ დროს ჟივილ-ხივილი, ერთმანეთს თვითმფრინავებს ესვრიან და ა.შ. დაახლოებით ეს ხდება ახლაც. მასწავლებელმა კლასი დატოვა უდროო დროს და კლასში დაიწყო ქაოსი. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ვერც სკოლა დაამთავრეს. მასწავლებელი კლასში თუ არ დაბრუნდა, ცუდ სურათს მივიღებთ. ესენი არიან პოლიტიკურად უმწიფარი ადამიანები, რომლებიც რას ლაპარაკობენ, თვითონაც არ იციან. მასწავლებელმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ არ შეიძლება შუა გაკვეთილზე ბავშვების დატოვება. ობიექტური აუცილებლობაა, რომ მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს პოლიტიკაში. არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება, სისტემაა დარღვეული გადაწყვეტილების ფორმირების და მიღების, აბსოლუტური ქაოსია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია