../photo/2015_02/000000000APRILI/qutaisparlament-13.jpg
{
"@context": "http://schema.org",
"@type": "NewsArticle",
"mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488943-moqalaqeebi-parlamentisthvis-peticiis-eleqtronuli-formith-tsardgenas-shedzleben.html",
"headline": " მოქალაქეები პარლამენტისთვის პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენას შეძლებენ",
"datePublished": "2018-04-19 15:15:30",
"dateModified": "2018-04-19 15:15:30",
"description": "დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, პეტიცია პარლამენტის ვებ-გვერდზე ელექტრონულად შეავსონ და ე...",
"author": {
"@type": "Person",
"name": "Maka Chaganava"
},
"publisher": {
"@type": "Organization",
"name": "IPN",
"logo": {
"@type": "ImageObject",
"url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png",
"width": 194
}
},
"image": {
"@type": "ImageObject",
"url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/000000000APRILI/qutaisparlament-13.jpg",
"height": 470,
"width": 246
}
}
{
"@context":"http://schema.org",
"@type":"Organization",
"name":"IPN",
"logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png",
"url":"http://www.interpressnews.ge/ge/",
"sameAs":
[
"https://www.facebook.com/ipnge"
]
}
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, პეტიცია პარლამენტის ვებ-გვერდზე ელექტრონულად შეავსონ და ელექტრონული ფორმით
წარადგინონ. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება, ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების დროს, ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში აისახა, რომელიც დღეს, მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღეს. მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, პეტიცია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილობითი ფორმით შეიტანონ, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ანალოგიურად, მხოლოდ ფურცელზე შევსებული ხელმოწერების (30 000 ხელმოწერა) საფუძველზე ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება.
კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, ცვლილებების მიზანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.
რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტის წევრებმა ეკა ბესელიამ, ირინე ფრუიძემ და გიორგი კახიანმა მოამზადეს.
წყარო:
interpressnews.ge