დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კახიშვილი - მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა დაზღვეული იყოს ტრაგიკული მოვლენებისგან
ავტორი:
2018/აპრილი/19 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kaxishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488898-kakha-kakhishvili-maqsimumi-unda-gavakethoth-rom-yvela-dazghveuli-iyos-tragikuli-movlenebisgan.html", "headline": "კახა კახიშვილი - მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა დაზღვეული იყოს ტრაგიკული მოვლენებისგან", "datePublished": "2018-04-19 11:59:21", "dateModified": "2018-04-19 11:59:21", "description": "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ დაზღვეული არავინაა, თუმცა უნდა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kaxishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ დაზღვეული არავინაა, თუმცა უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარის მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აღარ მოხდეს.

როგორც კახიშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აუცილებელია ერთი მხრივ, ჰუმანური აქტები იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც მომავალში ტრაგიკულ შემთხვევებს გამორიცხავს.
"დაზღვეული არავინ არაფრისგან არის. დანაშაული მაშინაც კი ხდება, როცა ადამიანს ციხესთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. ოჯახში 20 წელი ერთად ცხოვრობენ და სამწუხაროდ იქ ხდება ხოლმე ტრაგიკული შემთხვევები, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ ვერასდროს, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება პრევენციულად იყოს ყველა დაზღვეული ტრაგიკული მოვლენებისგან", - განაცხადა კახიშვილმა.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის კოორდინაციის პრობლემა და ჰქონდა თუ არა შეწყალების კომისიას განსხვავებული ინფორმაცია ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეზე, კახიშვილმა უპასუხა, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო რეკომენდაციას არ გასცემს ვინმეს გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე.

"ვაცხადებთ უკვე არაერთხელ, რომ ამ შემთხვევაში სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო რეკომენდაციას არ გასცემს ვინმეს გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე. ეს არის ინტერვიუს სახით მოცემული ინფორმაცია, თუ რა განუცხადა სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს კონკრეტულ კითხვებზე მსჯავრდებულმა. ასეთი ტიპის ინფორმაციები იგზავნება ხოლმე შეწყალების კომისიაში და ასევე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში. იმისთვის, რომ გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ობიექტური, ვმუშაობთ ისეთი ტიპის მექანიზმების დანერგვაზე, რომ უკვე კომისიას მიეცემა შესაძლებლობა, მრავალმხრივ არგუმენტირებულად, ობიექტურად შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება იქამდე, ვიდრე მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყალების თაობაზე, ან უარზე, რადგან ორივე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მტკივნეული ან სახიფათო", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია