დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო-ბრაზილიის პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა
ავტორი:
2018/აპრილი/19 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/dondua_86f13.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488871-saqarthvelo-braziliis-pirveli-biznes-forumi-gaimartha.html", "headline": "საქართველო-ბრაზილიის პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა", "datePublished": "2018-04-19 10:18:40", "dateModified": "2018-04-19 10:18:40", "description": "თბილისში, სასტუმროში Rooms Hotel, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/dondua_86f13.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისში, სასტუმროში Rooms Hotel, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-ბრაზილიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, ქართულმა მხარემ უმასპინძლა ბრაზილიის ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს, ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: მანქანა-დანადგარების ნაწილების წარმოება, ელექტრომოწყობილობები, მსუბუქი მრეწველობა, კვლევითი მომსახურებები, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

შეხვედრაზე ბრაზილიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს გარემოს შესახებ და განხილულ იქნა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფორუმზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით დონდუა, საქართველოში ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი სისერო მარტინს გარსია, ბრაზილიის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ევრაზიის განყოფილების უფროსი ბატონი ალმირ რიბეირო ამერიკო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტის მართვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა.

ღონისძიებას საქართველოს ბიზნეს-სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებზე მხარებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე.

ფორუმის ფარგლებში, ასევე გაკეთდა პრეზენტაციები ანაკლიის საქალაქო პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია