დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის სხდომა, პრაქტიკულად, იმ სამუშაოების შეჯამება იქნება, რომელსაც ჩვენ ამ დღეებში ვატარებთ
ავტორი:
2018/აპრილი/19 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/talakvadze_b8d6e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488855-archil-thalakvadze-umravlesobis-skhdoma-praqtikulad-im-samushaoebis-shejameba-iqneba-romelsac-chven-am-dgheebshi-vatarebth.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის სხდომა, პრაქტიკულად, იმ სამუშაოების შეჯამება იქნება, რომელსაც ჩვენ ამ...", "datePublished": "2018-04-19 09:28:30", "dateModified": "2018-04-19 09:28:30", "description": "ეს იყო სტრეს-ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ, - ასე შეაფა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/talakvadze_b8d6e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეს იყო სტრეს-ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები.

„შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს. გუშინაც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა სპიკერატს, ფრაქციების თავმჯდომარეებს, კომიტეტებს და უმრავლესობის სხდომა უახლოეს მომავალში იმ პირობებში გაიმართება, როდესაც ყველა დეპუტატს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა. ქუთაისში სესიაზე ნაწილი არ იმყოფება, ამიტომ სხდომა გაიმართება მაშინ, როდესაც სრული დასწრება იქნება უზრუნველყოფილი. ეს სხდომა არის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობის ფარგლებში იქნება განხილული ის საკითხები რომლებზეც შიდაპარტიული კონსულტაციებით შევჯერდებით, კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამოვწურავთ ყველა თემას, რაზეც იყო საუბარი. რასაც ჩვენ მედიაში ვხედავთ, ეს არის გადაჭარბებული მოლოდინები ამ სხდომაზე. არასწორია წარმოჩენა, თითქოს უმრავლესობის ერთი სხდომა იქნება პანაცია, სადაც ყველაფერი მოგვარდება, პირიქით, გადაჭრის პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს არის მთავარი. სხდომა, პრაქტიკულად, იქნება შეჯამება იმ სამუშაოების, რომელსაც ჩვენ ამ დღეებში ვატარებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად არასწორია.

„გუნდში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და მეცხრე მოწვევაში, შეიძლება ითქვას, გვყავს პარლამენტის საუკეთესო შემადგენლობა და მნიშვნელოვანია, გამოცდილება გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკავაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართებოდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სხდომა სავარაუდოდ, გადაიდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია