დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ელჩმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ავტორი:
2018/აპრილი/19 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/elchi_0c6db.gif { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488843-saqarthvelos-elchma-maldivebis-respublikis-prezidents-rtsmunebatha-sigelebi-gadasca.html", "headline": "საქართველოს ელჩმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა", "datePublished": "2018-04-19 08:43:22", "dateModified": "2018-04-19 08:43:22", "description": "საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს აბ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/elchi_0c6db.gif", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს აბდულა იემინ აბდულ გაიუმს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის, რომლის დროს მიმოხილულ იქნა საქართველოსა და მალდივების რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. მალდივების პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს პირველ არარეზიდენტ ელჩს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

მალდივების რესპუბლიკის დედაქალაქ მალეში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მალდივების მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია