დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობაში ჩარევა მაქსიმალურად ნაკლებად იყოს
ავტორი:
2018/აპრილი/19 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/miqautadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488829-giorgi-miqautadze-iusticiis-umaghlesi-sabtco-cdilobs-iusticiis-umaghlesi-skolis-saqmianobashi-chareva-maqsimalurad-naklebad-iyos.html", "headline": "გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობაში ჩარევა მ...", "datePublished": "2018-04-19 08:04:24", "dateModified": "2018-04-19 08:04:24", "description": "იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობაში ჩარევა მაქსიმალურად ნაკლება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/miqautadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობაში ჩარევა მაქსიმალურად ნაკლებად იყოს და ეს მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიქაუტაძე გამოეხმაურა მოსაზრებებს, რომლის თანახმად იუსტიციის უმაღლესი სკოლა დამოუკდებელი არ არის, რაზეც განმარტა, რომ სკოლა აბსოლუტურად დამოუკიდებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად, იუსტიციის სკოლის როლი სასამართლო სისტემის განვითარებაში. კერძოდ, მსმენელთა მომზადების კომპონენტს გამოვყოფდი და დღევანდელი მდგომარეობით 116 მოსამართლე არის, რომელიც იუსტიციის სკოლის მომზადებული იყო და სხვადასხვა დროს გამწესებული, რაც საერთო რაოდენობის მესამედზე მეტს შეადგენს სასამართლო კორპუსის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია აგრეთვე, სკოლის ფუნქციების მოსამართლეების გადამზადების ტრეინინგების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ამ მიმართულებით სკოლას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს სასამართლო სისტემის განვითარებაში. ასევე სასამართლოს მოხელეებსაც სთავაზობს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დღევანდელი მდგომარეობით გადატვირთულობის ფონზე, რომელიც სასამართლოებში არის.

სკოლა, რა თქმა უნდა არის აბსოლიტურად დამოუკიდებელი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს მაქსიმალურად ნაკლები იყოს სკოლის საქმიანობაში ჩარევა და ეს მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს და იუსტიციის უმაღლესის საბჭოს როლი სკოლის საქმიანობაში შემოიფარგლება სწორედ მცირედი კანდიდატის წადგენით და ა.შ.", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვა ობიექტურად არ ხდება, ვინაიდან სკოლის მართვაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირდაპირ არის ჩართული, რაც მისი თქმით, მიუღებელია. აქედან გამიმდინარე ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია