დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავამ სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2018/აპრილი/19 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/xulordava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488818-thamar-khulordavam-strasburgshi-evronestis-saparlamento-asambleis-biuros-skhdomashi-miigho-monatsileoba.html", "headline": "თამარ ხულორდავამ სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა", "datePublished": "2018-04-19 07:26:01", "dateModified": "2018-04-19 07:26:01", "description": "პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ სტრასბურგში, ევრონესტის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/xulordava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თამარ ხულორდავამ ბიუროს წევრების ყურადღება მიაპყრო ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიას ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტების შერწყმასთან დაკავშირებით. ხულორდავამ ბიუროზე ინიციატივა წარადგინა „სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის“ ცალკე მექანიზმად დატოვების შესახებ საერთო პოზიციით ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი მიმართვის თაობაზე. აღნიშნული ინიციატივა ბიუროს წევრებმა გაიზიარეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ივნისის პლენარულ სესიაზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა თამარ ხულორდავას და ევროპარლამენტარის, გუნარ ჰოკმარკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშს განიხილავს თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“.

სხდომაზე, რომელშიც ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სესია დაიგეგმა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში 25-27 ივნისს გაიმართება.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც შედგება ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისაგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია პოლიტიკური მიზეზების გამო).
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობის გზით ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია