დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო ჯაფარიძემ სტოკჰოლმის გენდერული თანასწორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2018/აპრილი/19 09:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/jafaridze_73790.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488789-sofo-jafaridzem-stokholmis-genderuli-thanastsorobis-forumshi-miigho-monatsileoba.html", "headline": "სოფო ჯაფარიძემ სტოკჰოლმის გენდერული თანასწორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა", "datePublished": "2018-04-19 05:29:06", "dateModified": "2018-04-19 05:29:06", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/jafaridze_73790.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ, სტოკჰოლმის გენდერული თანასწორობის ფორუმის ფარგლებში, მაღალი დონის თემატურ პანელში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დისკუსიისას, რომელიც მზარდი შეიარაღებული კონფლიქტების გათვალისწინებით ქალების უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო, პრემიერის თანაშემწემ ისაუბრა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის, როგორც დანაშაულის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი საშუალებების შესახებ. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებში ხაზგასმით არის აღნიშნული შეიარაღებული კონფლიქტის დროს/შემდეგ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შენარჩუნების აუცილებლობა, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე ეხება სექსუალურ ექსპლუატაციას და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს.

სოფო ჯაფარიძემ ასევე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულებაზე ქალების წვდომის მნიშვნელობას, რაც სწრაფ გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნასა და პასუხისმგებლობას გულისხმობს.

პრემიერის თანაშემწემ ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მნიშვნელოვან როლზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში და იმ სირთულეებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული დანაშაულების გამოძიების კუთხით აწყდება, განგრძობადი ოკუპაციის პირობებში.
სოფო ჯაფარიძემ მიმოიხილა საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ინსტიტუციური მექანიზმები და მათ შორის არსებული თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაუსვა ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად.

თემატურ პანელში ასევე მონაწილეობდნენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, გაეროს მოსახლების ფონდის გენერალური მდივანი-აღმასრულებელი დირექტორი, კანადის შეიარაღებული ძალების ოპერაციების ბრიგადის გენერალი და გენერალური დირექტორი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმის მთავარი მიზანი იყო გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამოცდილების მქონე სხვადასხვა პროფესიონალთა შეკრება დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ფორუმში 100 ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგოტ ვოლსტრომის მიწვევით, სოფო ჯაფარიძემ, ასევე მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ სადილში, სადაც განიხილეს ქალების როლი სამშვიდობო პროცესებსა და მშვიდობის შენარჩუნებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია