დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ნატო-ში წევრობამდე მივყავართ
ავტორი:
2018/აპრილი/19 09:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze2_5bf86.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488787-mikheil-janelidze-saqarthvelos-gaachnia-yvela-praqtikuli-instrumenti-romelsac-nato-shi-tsevrobamde-mivyavarth.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ნატო-ში წევრობამდე მივყ...", "datePublished": "2018-04-19 05:16:19", "dateModified": "2018-04-19 05:16:19", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კახეთის რეგიონის ადგილობრივ თ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze2_5bf86.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, უმცირესობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ნატო-ს დღეების ფარგლებში, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე.

“საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ორი დღეა აჟღერებს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთოებები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს არის ის შეფასება, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან. ეს მიღწეულ იქნა ჩვენი გააზრებული, პრაგმატული და მიზანმიმართული გონიერი ნაბიჯებით. დღეს საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელსაც წარმოადგენს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოსთან სტრატეგიულ დიალოგში.

“ჩვენ გვაქვს ეროვნული წლიური პროგრამა, რომელიც პირველ რიგში უკავშირედბა ჩვენს დეომკრატიულ, ეკონომიკურ, თავდაცვის სფეროში რეფორმებს. ნატო არის ღირებულებათა კავშირი, ეს არის ოგრანიზაცია, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა ჩვენ მხოლოდ ნატოს წევრობისთვის არ ვხდებით დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ დემოკრატიული განვითარების სახელმწიფო, ინსტიტუციური დემოკრატია და სწორად ამაში გვეხმარება ჩვენ ნატო მისი წევრები, ჩვენი პარტნიორი - შეერთებული შტატები. აშშ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდეგნის შემდეგ ძალიან მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდით, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ” - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატიავებზე.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კახეთის რეგიონის თითოეულმა მუნიციპალიტეტის მერმა და მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულებას, რომელიც კახეთის რეგიონის მასშტაბით განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია