დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ გომელაური - სუს-ისთვის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სამწუხარო და მძიმე იყო
ავტორი:
2018/აპრილი/18 20:30:02
../photo/2015_02/0-1APRILI-2015/gomelauri-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488742-vakhtang-gomelauri-sus-isthvis-azerbaijaneli-zhurnalistis-saqme-samtsukharo-da-mdzime-iyo.html", "headline": "ვახტანგ გომელაური - სუს-ისთვის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სამწუხარო და მძიმე იყო", "datePublished": "2018-04-18 16:38:23", "dateModified": "2018-04-18 16:38:23", "description": "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სამწუხარო და მძიმე იყო, - ამი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1APRILI-2015/gomelauri-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სამწუხარო და მძიმე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მსჯელობა ვინმეს ბრალეულობაზე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„აფგან მუხთარლის საქმეს გამოძიება დაწყებულია. რაც მოხდა სამწუხარო და მძიმე იყო ჩვენი სამსახურისთვის. თუ დადასტურდება, რომ ეს ადამიანი ნამდვილად აქედან გაიტაცეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემაა. ეს ადამიანი, როგორც აზერბაიჯანის მხარე ადასტურებს, საზღვარზე დააკავეს. ეს მეორე თემაა და ამ შემთხვევაში არასწორად მოხდა დროებით გათავისუფლება კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელების გათავისუფლება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი რამე მოხდა გერმანიაში და არც ერთი ადამიანი არ გაუთავისუფლებიათ, იგივე, ვიეტნამის მოქალაქე მოიტაცეს, აღმოჩნდა ვიეტნამში და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და ხმა არავის ამოუღია. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ არაფერია მუხთარლის თემა იმასთან, რაც მოხდა საფრაგეთში. ჩაცხრილეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მაგრამ ამას არაფერი მოჰყოლია, არავინ გადაუყენებიათ. მუხთარლის თემა ძალიან ცუდი ფაქტია. დაველოდოთ გამოძიებას, რა გამოიკვეთება, აქედან მოხდა გატაცება, საზღვარზე მოხდა დაკავება და მერე ვიმსჯელოთ ვისი ბრალეულობაა, რატომ არ მიექცა ყურადღება ამა თუ იმ მიმართულებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, დროში ხომ არ გაიწელა გამოძიება, პასუხობს, რომ არის გამოძიება, რომელიც საერთოდ ვერ მთავრდება. „არის გამოძიება, რომელიც დიდხანს გრძელდება, არის გამოძიება, რომელიც საერთოდ არ მთავრდება. არის საქმე, რომელიც დაწყებულია ზვიად გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს და ვერ მთავრდება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ახალი არ მოგვიგონია არაფერი“, აღნიშნა სუს-ის უფროსმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია